Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერიას თქმით, სუს-ი ყველას ახსენებს, რომ ივანიშვილის სამსახურშია და არა კანონის უზენაესობის


გიგა ბოკერია

რევოლუციური მოწოდებების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. მისი შეფასებით, სუს-ი ამ განცხადებით ყველას ახსენებს, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგას და არა კანონის უზენაესობის ან კონსტიტუციური წყობის.

„სუსი ამ განცხადებაში არ აზუსტებს რა ტიპის განცხადებებს გულისხმობს, მაგრამ ყველას მინდა გავახსენო, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა განზრახ, აშკარა, მყისიერი, პირდაპირი საფრთხე დგება კანონსაწინააღმდეგო შედეგისა. ამის მაგალითად, რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუსს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს, შემდეგ პროცესში ახორციელებდნენ ამ ქმედებას ანუ კონკრეტული ძალადობრივი შედეგი როცა დადგა და ცნობილი იყო, რომ დადგებოდა კიდევაც, ეს პირველად არ ხდებოდა. მაშინ არც წინასწარ ურეაგირია სუსს, არც პოსტფაქტუმ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები", - განაცხადა ბოკერიამ.

სახელმწფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG