“იყო და არა იყო რა, იყო ერთი გელა ჩარკვიანი" - ასე უპასუხა 2018 წელს გელა ჩარკვიანმა, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რა გინდათ დიდი ხნის მერე თქვენზე რომ თქვანო.
ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი და პედაგოგი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუსიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, კოლეგები, მეგობრები და სხვები გელა ჩარკვიანს ფეისბუკპოსტებით ემშვიდობებიან. ისინი წერენ მის ოპტიმიზმსა და რწმენაზე, რომ საქართველოს ადგილი აუცილებლად ევროპაშია.
"მეფედ" წოდებული მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის მამა 1992-2003 წლებში იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2006 წელიდან 2011 წლის სექტემბრამდე - დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.
გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).