Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე „ლელო" მოითხოვს გამოძიების დაწყებას


„ლელო" მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

„ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება", - აცხადებს „ლელო".

პარტია მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოტანა.

გარდა ამისა, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყება, „ლელო"-ს განცხადებით, იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს.

პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „რადიკალურ ოპოზიციაში“ განიხილება პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG