Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NASA-მ მესამე მისია გააგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის ხომალდის საშუალებით


რაკეტმზიდი Falcon 9 Crew Dragon-ის კაპსულით გაფრენისას. 10 ნოემბერი, 2021 წელი
რაკეტმზიდი Falcon 9 Crew Dragon-ის კაპსულით გაფრენისას. 10 ნოემბერი, 2021 წელი

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მესამე მისია გააგზავნა ოთხი ასტრონავტის შემადგენლობით. მათი გაფრენა განხორციელდა კერძო კომპანიის, SpaceX-ის ხომალდით.

10 ნოემებრის საღამოს, რაკეტმზიდმა Falcon-9-მ, კოსმოსში გაიყვანა ხომალდი Crew Dragon-ი. გაფრენის ტრანსლაციას SpaceX-ის არხი გადასცემდა.

გეგმის თანახმად, მისი შეპირაპირება საერთაშორისო სადგურთან ავტომატურად უნდა მოხდეს 11 ნოემბერს, აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპიროს დროით, საღამოს შვიდი საათისთვის.

Crew Dragon-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან რაჯა ჩარი, ტომ მარშბიორნი, კეილა ბერონი და გერმანელი ასტრონავტი, მატიას მაურერი.

ჩარი და ბარონი გადიან წვრთნას მთვარეზე გასაფრენად NASA-ს პროგრამით, სახელწოდებით, Artemida, რომლის წარმატების შემთხვევაში ისინი იქნებიან პირველი ადამიანები, რომლებიც დედამიწის თანამგზავრზე დაბრუნდებიან 21-ე საუკუნეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG