საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 77 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 50 782 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 445 შემთხვევა. 3 508-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
12 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 8.75%;
- ბოლო 7 დღის - 10.06%;
- ბოლო 14 დღის - 10.02%.
12 ნოემბრის დილის მდგომარეობით:
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 856 პაციენტი;
- კლინიკურ სასტუმროში - 1 324.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 775 826 შემთხვევა. მათგან 708 820 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 816 ადამიანი.