Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა


"გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი მრავალფუნქციურ, კვალიფიციურ კლინიკაში" - ამ სათაურის პეტიცია change.org-ზე დარეგისტრირდა. პეტიციის ავტორი სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეა და მას ამ დროისთვის 1700-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

პეტიციაში წერია: "მე, ამ პეტიციაზე ხელის მომწერი მოქალაქე, ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციურ, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და პირობას ვდებ, კლინიკასთან სადაც გადაყვანილი იქნება პრეზიდენტი, საპროტესტო აქციაში არ მივიღებ მონაწილეობას მისი მკურნალობის განმავლობაში. დაცული იყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება", - ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

აქვე მოტანილია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მე-6 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით და ასევე დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების გაწევისას.

ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ ცალკეული პირებიც, მათ შორის არიან სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, პლასტიკური ქირურგი გია გვარამია და სხვები.

XS
SM
MD
LG