"ხელისუფლებაში ყინული დაიძრა. ჯერ უნდა მოხდეს იმის დაფიქსირება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გადაყვანილი და როცა მოხდება გადაყვანა, მერე მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას. მას შემდეგ, რაც ჩვენ ზუსტად დავადგენთ, რომ არის გადაყვანილი, ის არის თანახმა ამ გადაყვანაზე და იღებს სრულ სამედიცინო მომსახურებას, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ან შიმშილობის გაგრძელების, ან შეწყვეტის შესახებ", - ასე ეხმაურება პარლამენტში მოშიმშილე პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი, ნიკა მაჭუტაძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არიან, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, თუკი იგი შეწყვეტს შიმშილობას.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს, ადვოკატებთან შეხვედრისას მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მასთან შეხვედრაზე დღეს უარი ეთქვა ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს.
დაწერეთ კომენტარი