Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალ-დემოკრატთა ლიდერი ოლაფ შოლცი ანგელა მერკელს შეცვლის გფრ-ის კანცლერის პოსტზე


ოლაფ შოლცი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი ანგელა მერკელს შეცვლის გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე. ბუნდესტაგში მოხვედრილი სამი პარტია მმართველი კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმდა. შეთანხმებას ოთხშაბათს წარმოადგენენ.

ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა პირველი ადგილი დაიკავეს და გაუსწრეს ქრისტიან-დემოკრატებს, რომლებთან ერთადაც იმყოფებიან ამჟამად კოალიციაში. კოალიციის ახალ შემადგენლობაში სოციალ-დემოკრატების გარდა შევლენ „მწვანეები“ და თავისუფალი დემოკრატები. ამის შესახებ DPA იტყობინება.

ბუნდესტაგის არჩევნები სექტემბრის ბოლოს გაიმართა. ქრისტიან-დემოკრატთა ბლოკმა, რომლის წევრიცაა მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი, პარლამენტში 48 ადგილი დაკარგა, სოციალ-დემოკრატებმა 53-ით მეტი მოიპოვეს, ვიდრე არჩევნებამდე ჰქონდათ.

მერკელს უკვე შეუწყდა უფლებამოსილებები, მაგრამ ის განაგრძობს მოვალეობების შესრულებას მანამდე, სანამ ახალი მთავრობა შეიქმნებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG