Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: საქართველოში 4 058 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა  61 პაციენტი


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4 058 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 53 440 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი - 4 534 იყო, 51 756 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 61 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 871-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 157 -ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 774 458-ს მიაღწია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 56 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 6 515 პაციენტი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 167 -ს შეადგენს.

კოვიდის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის ვაქცინით საქართველოში სულ აცრილია - 2 145 233, დღიურად აცრილია - 10 179.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG