სოჭში, ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) გრან პრის მეექვსე ეტაპი საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
მორის ყვითელაშვილმა კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა - ორი პროგრამის ჯამში 266,33 ქულა მოაგროვა და ამ რანგის შეჯიბრების ჩემპიონი პირველად გახდა.
26 წლის ქართველმა მოციგურავემ უძლიერეს კონკურენტებს აჯობა. უახლოეს მდევარს - რუსეთის ნაკრების ლიდერ მიხაილ კოლიადას კი ორი ქულით გაუსწრო.
„იქნებ სჯობდა, არ გაგვეშვა ეს ნიჭიერი სპორტსმენი", - დაწერა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ championat.com-მა მორის ყვითელაშვილზე, რომელიც 2016 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა შეჯიბრებებზე.