Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავას სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა


ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

უგულავა 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოს ეზოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავების შემდეგ უგულავა მარნეულში გადაიყვანეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მან ორი დღე გაატარა.

29 ნოემბერს პოლიციამ 15 პირი დააკავა, მათგან ერთი, ბესიკ თამლიანი, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG