Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 11 ადამიანი დააკავეს ბელარუსში რუსეთის სამხედროთა დაღუპვაზე კომენტარებისთვის


ბელარუსში 11 ადამიანი დააკავეს და დროებითი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს ბელარუსში სამხედრო სწავლებისას რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ „ცინიკური“ კომენტარებისთვის. ისინი ეჭვმიტანილი არიან სისხლის სამართლის დანაშაულში სოციალური მტრობისა და შუღლის გაღვივების მუხლით, - იტყობინება ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს არხი Telegram-ში.

მთლიანობაში ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ გამოავლინა 50-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც „მკრეხელური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოაქვეყნეს“. ზოგიერთი მათგანი, რომელიც „იმყოფება აშშ-ში, პოლონეთში, ლიეტუვაში - განაგრძობს ცინიკური გამონათქვამების წერას“, - აზუსტებს უწყება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომენტატორები Telegram-ის ექსტრემისტული არხების ხელმომწერები არიან. „ძირითადად ეს არიან სოციალურად მოუწყობელი და ცხოვრებაში არარეალიზებული პიროვნებები: უმუშევრები, ქრონიკული ალკოჰოლიკები, ადრე ნასამართლევები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

12 ნოემბერს ბელარუსში, გროდნოს მახლობლად მდებარე პოლიგონზე, თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომის შედეგად დაიღუპა რუსეთის ორი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტი გამოიწვია ძლიერმა ქარმა, რომლის შედეგადაც პარაშუტის გუმბათები დაიკეცა. ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ორივეს გადარჩენას შეეცადა დამატებითი პარაშუტის გამოყენებით, მაგრამ მას არ ეყო სიმაღლე და პარაშუტმა ვერ მოასწრო გახსნა. ხმელეთზე დაცემის შემდეგ სამხედროები საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG