Accessibility links

site logo site logo

„ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის“, - აშშ-ის ელჩი ლავროვის განცხადებაზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ.

„უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზებით ჩანს, რომ ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა ნატოს მოკავშირეებისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ სტაბილურობისა და მშვიდობისთვის ევროპის რეგიონში“, - ამბობს დეგნანი.

სერგეი ლავროვმა „ნაღმი“ უწოდა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც, მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

კელი დეგნანის თქმით, ნატოს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყვნენ თავიანთ დაპირებაში ნატოს მინისტერიალზე ამ კვირაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. მისივე თქმით, ეს მესიჯი არ იცვლება ბოლო 13 წელია.

„რუსეთისთვის არც ერთი მიმართულებით არაა საფრთხე საქართველოს, სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელი კავშირის წევრობას აირჩევს, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, - ამბობს დეგნანი და ამატებს: „უცნაურია რუსეთის წინააღმდეგობა დღეს, განსაკუთრებით, როცა 90-იანებში რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას, რითიც დაეთანხმა, რომ თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი სამხედრო თანამშრომლობა. საქართველოს ასევე აქვს ეს უფლება, გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ან სხვა ორგანიზაციის წევრობა სურს“.

რუსმა მინისტრმა 2 დეკემბერს კატეგორიულად მიუღებელი უწოდა რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევას მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად და რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან უშუალო სიახლოვეს ნატოს ჯარების განთავსებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG