Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული კინოაკადემიის მთავარი პრემია წილად ხვდა ბოსნიურ დრამას „Quo Vadis, Aida"?


სცენა ფილმიდან Quo Vadis, Aida? ცენტრში მთავარი როლის შემსრულებელი იასნა ჯურიჩიჩი
სცენა ფილმიდან Quo Vadis, Aida? ცენტრში მთავარი როლის შემსრულებელი იასნა ჯურიჩიჩი

ევროპული კინოაკადემიის მთავარი პრემია წილად ხვდა ბოსნიელი რეჟისორის, იასმილა ჟბანიჩის ფილმს "Quo Vadis, Aida?" („საით მიდიხარ, აიდა“), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში დატრიალებულ ერთ-ერთ ყველაზე საზარელ, სრებრენიცის ტრაგედიას შეეხება.

ფილმში ნაჩვენებია ბოსნიელი თარჯიმნის იმედგაცრუება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობით მასობრივი ხოცვა-ჟლეტის წინ, 1995 წლის ივლისში, როდესაც ბოსნიელი სერბების არმიამ სრებრენიცაში 8000 მუსლიმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცა. ევროპული კინოაკადემიამ 11 დეკემბერს ფილმი Quo Vadis, Aida? წლის საუკეთესო ფილმად აღიარა. რეჟისორმა იასმილა ჟბანიჩმა ევროპული ოსკარი მიიღო საუკეთესო რეჟისურისათვის, ხოლო თარჯიმანი ქალის როლის შემსრულებელ მსახიობ იასნა ჟურიჩიჩს, მთავარი პრიზი ერგო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

რეჟისორმა იასმილა ჟბანიჩმა ფილმი მიუძღვნა სრებრენიცელ დედებსა და ქალებს, ასევე მათ მეგობარ მამაკაცებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც ომმა იმსხვერპლა.

„ქალებს ყოველთვის უხდებათ იმ ქაოსის დალაგება, რომლებსაც კაცები ტოვებენ,“- განაცხადა ჟბანიჩმა დაჯილოდების დროს.

მანამდე 2006 წელს იასმილა ჟბანიჩის ფილმს „გრბავიცა“, რომელიც ომის შემდგომ სარაევოში მცხოვრებ მარტოხელა დედაზეა, ბერლინის ფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს დათვი“ ხვდა წილად.

ევროპული კინოაკადემიის პრემია (European Film Awards) კინოსამყაროს ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც ზოგჯერ „ევროპის ოსკარსაც“ უწოდებენ.

წლევანდელი ჟიურის შორთ-ლისტში ნომინანტებს შორის იყო ერთობლივი ფრანგულ-ბრიტანული ფილმი „მამა“,ფრანკო-ბელგიური ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „ტიტანი“, მრავალეროვნული ფილმი „განყოფილება № 6“ და იტალიური დრამა „ღვთის ხელი“.

XS
SM
MD
LG