Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში სპეცრაზმელებმა მუხლებზე დააყენეს ერთ-ერთი აქტივისტის 56 წლის დედა


ბელარუსში დააკავეს დედა აქტივისტ რომან ხალილოვისა, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნისა და ხანგრძლივი პატიმრობის შიშით ქვეყნიდან არის გაქცეული.

მედიაზონის ინფორმაციით, სამართალდამცველები შეიჭრნენ ქალაქ პოლოცკში მცხოვრები 56 წლის გაიანე ახტიანის ბინაში, შეამტვრიეს კარები და მუხლებზე დააყენეს ქალი. ჩხრეკის შემდეგ ახტიანი 10 დღე-ღამით დააპატიმრეს, ვითომ ხელისუფლების წარმომადგენლების დაუმორჩილებლობისთვის და მინსკში მდებარე სამართალდამრღვევთა ცენტრში გადაიყვანეს.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაჩნდა ახტიანის დაკავების ვიდეო, რომელზეც იატაკზე დაჩოქილი ქალი აღიარებს თავის დანაშაულს. სოციალური ქსელის მრავალმა მომხმარებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ვიდეო, როგორც ჩანს, დამონტაჟებულია და დაკავებული ამბობს „არ ვაღიარებ“, რაც მისი ტუჩების მოძრაობითაც ჩანს.

აქტივისტმა რომან ხალილოვმა, რომელიც ანარქისტულ შეხედულებებს ქადაგებს, ბელარუსი 2019 წელს დატოვა. სამშობლოში მას ადანაშაულებენ მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და ექსტრემისტული ორგანიზაცია „რევოლუციური ქმედების“ შექმნაში. ხალილოვი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ვარაუდობდა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ადრე თუ გვიან დაიწყებდა დედამისის დევნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG