Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევანსა და სტამბოლს შორის ჩარტერული ფრენის განახლების შესახებ იუწყება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა და ერევანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მიმართული ნაბიჯების განსახილველად სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ და განაახლებენ ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას სტამბოლსა და ერევანს შორის.

ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, სომხეთთან ურთიერთობის საკითხზე თურქეთის მხარემ კონსულტაციები გამართა აზერბაიჯანთან და შემდგომშიც, სომხეთთან მოლაპარაკებების პროცესში, თავის ნაბიჯებზე რეგულარულად ჩააყენებს საქმის კურსში აზერბაიჯანის ხელისუფლებას. მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არაფერი უთქვამს კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როდის იგეგმება სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს სომხეთთან ვითარების ნორმალიზების მიზნით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებას. თავის მხრივ სომხეთი ყოველთვის მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ნორმალიზების პროცესის დასაწყებად, - აღნიშნა უნანიანმა და დასძინა, რომ წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სომხეთის სამთავრობო პროგრამაშიც არის გაწერილი.

დღესდღეობით თურქეთსა და სომხეთს ერთმანეთში არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, 1993 წლიდან ჩაკეტილია ორი ქვეყნის დამაკავშირებელი საზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG