Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოფიციალურად შეწყვიტა ღია ცის ხელშეკრულებაში მონაწილეობა


რუსეთმა ოფიციალურად დატოვა „ღია ცის“ ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების ჯგუფი და 18 დეკემბრიდან შეწყვიტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რუსეთის ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან მანამდე, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ოფიციალურად გაფორმდა რუსეთის „ღია ცის“ ხელშეკრულების დენონსაცია.

მოსკოვმა „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბერში, ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლის პასუხად მიიღო. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთი დაადანაშაულა შეთანხმების შეუსრულებლობაში, რასაც მოსკოვი უარყოფდა და შეთანხმების ჩაშლაში პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებდა.


ხელშეკრულება, რომელსაც 1992 წელს მოეწერა ხელი და 2002 წელს შევიდა ძალაში, უფლებას აძლევს მის 34 ხელმომწერს, განახორციელონ ხანმოკლე, შეუიარაღებელი დაკვირვება და სამეთვალყურეო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე - სამხედრო ძალებისა და მოქმედებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG