Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები


თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირს უკავშირდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ვაზისუბანში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირიდან, ერთმა დამწვრობა, სამმა კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG