აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტი დაავადების ახალ, გლობალურ ტალღას გამოიწვევს და წინ მძიმე ზამთარია.
ინფექციური დაავადებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ "ომიკრონს" გავრცელების „ექსტრაორდინარული შესაძლებლობები“ აქვს და ის „მთელს მსოფლიოში მძვინვარებს“. ფაუჩიმ „ენბისის“ უთხრა, რომ მომდევნო „რამდენიმე კვირა ან თვე მძიმე იქნება“, რადგან საავადმყოფოები გადაიტვირთება, თუ ვირუსის გავრცელების ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება. მან ამერიკელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აიცრან.
ამერიკის მოსახლეობის 61 პროცენტია ვაქცინირებული კორონავირუსის წინააღმდეგ, 29 პროცენტს კი "ბუსტერის" დოზაც აქვს მიღებული. ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 პროცენტი მოდის "ომიკრონზე", თუმცა ელიან, რომ ეს მაჩვენებელი სწრაფად გაიზრდება, ის ჩაანაცვლებს "დელტას" და დომინანტი შტამი გახდება.
დაწერეთ კომენტარი