ყაზახეთის ქალაქ შიმკენტის სასამართლომ 13 ადამიანს, მათ შორის რუსეთის 2 მოქალაქეს, ადამიანით ვაჭრობის საქმეზე 15 თვიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამ ბრალდებულს პირობითი სასჯელი დააკისრეს. გასამართლებულებს შორის 9 ქალია.
ისინი დამნაშავედ ცნეს ყაზახეთიდან ათობით ქალის ტრეფიკინგში ბაჰრეინში, სადაც მათ პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ. პროცესი მაისში დაიწყო და ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
დაწერეთ კომენტარი