Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ლონდა თოლორაიას შეხვდა


ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი
ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრებს პრეზიდენტი ორშაბათიდან ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში პოლიტიკოსებთან და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან მართავს.

"ვისაუბრეთ იმაზე, ამ პროცესში რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, როლი და მათი მხრიდან დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულება... ვისაუბრეთ, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე დგას, მათ შორის უწყებებთან კოორდინაციის პროცესში...

ჩვენ ზოგადად შევეხეთ [სააკაშვილის საქმეზე] გამოძიების დეტალებს, რადგან მასზე ვერავისთან ვერ ვისაუბრებთ", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

პრეზიდენტი უკვე შეხვდა: "ნაციონალური მოძრაობის, "ქართული ოცნების", "ლელოს", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "მოქალაქეების", "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის", "ხალხისთვის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებსა თუ უპარტიო პოლიტიკოსებს. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იყო მისული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG