რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა აღმოაჩინეს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აცნობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ, აცამაზ ბესტაუთიმ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების 5 სამხედრო როკის გვირაბთან ჩამოწოლილ ზვავში 21 დეკემბერს, საღამოს მოყვა. ერთის ცხედარი მაშინვე იპოვეს, მეორე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ორი გადარჩენილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზვავში მოყოლილი რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბთან მდებარე საგუშაგოზე მორიგეობდნენ.
დაწერეთ კომენტარი