Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 78 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 78 პაციენტი. ეს 30 ნოემბრის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. საქართველოში კოვიდმა უკვე 13 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 43 029 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1 976 შემთხვევა. 3 076-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 976 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 969 თბილისშია. მას მოსდევენ იმერეთი(246), აჭარა(145), კახეთი(119), შიდა ქართლი(117), სამეგრელო-ზემო სვანეთი(117). დანარჩენ რეგიონებში დადასტურებულია 100-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა.

24 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4.59%;
  • ბოლო 7 დღის - 5.64%;
  • ბოლო 14 დღის - 6.26%.

24 დეკემბრის დილისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 970 აქტიური შემთხვევაა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 920 617 შემთხვევა. მათგან 876 254 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 367 ადამიანი.

XS
SM
MD
LG