Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია აცხადებს, რომ პარკირების საფასური არ იცვლება


თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ პარკირების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი კვლავინდებურად 1 ლარი იქნება, წლიური სააბონენტო გადასახადი კი - 50 ლარი.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მერია ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორისთვის დამატებითი პაკეტების შეთავაზებას გეგმავს. მათ შორის იქნება წლიური 800-ლარიანი სააბონენტო გადასახადი, რომელიც მფლობელს ათავისუფლებს საათობრივი საფასურისგან. „რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პარკირების საფასურის გადახდის წესის ცვლილება იგეგმებოდა და პარკირებაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, გადახდის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG