Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის მერის თქმით, მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი ფეიერვერკის სროლის გამო გაუჩნდა


თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი ნასროლი ფეიერვერკის გამო გაუჩნდა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირი, რომელმაც ხანძარი გააჩინა, იდენტიფიცირებულია, ზარალის დადგენის შემდეგ კი მერია ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

"შეიძლება მსგავსი რამ შემთხვევით ბავშვს დაემართოს, მაგრამ, როცა ამას აკეთებს სრულწლოვანი, ეს არ არის დაუდევრობა. ეს არის უპასუხისმგებლობა, რომელზეც მერიას ექნება ადეკვატური რეაქცია", - ამბობს მერი.

მანვე თქვა, რომ ქალაქის ქუჩებიდან მოპარულია საახალწლო დეკორაციების, განათებებისა და სხვა აქსესუარების ნაწილი, ნაწილი კი დამტვრეულია.

"მოვუწოდებ თელავის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ასეთი საქციელისგან. გარდა იმისა, რომ ამით საკუთარ თავსაც აზარალებენ, ჩვენს სამსახურებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა მის აღდგენაზე. ადამიანური რესურსის გარდა, ჩვენ დამატებითი ფინანსების დახარჯვაც გვიწევს, რომ მოპარული ნათურების ადგილზე ახალი დავკიდოთ", - თქვა თელავის მერმა.

თელავის მთავარი ნაძვის ხის ნაწილი 26 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ქალაქში საახალწლო დეკორაციების შესაძენად წელს 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG