Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 2100 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდმა უკვე 13 800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 38 802 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 100 შემთხვევა. 2 251-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

31 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 5.41%;
  • ბოლო 7 დღის - 5.28%;
  • ბოლო 14 დღის - 5.5%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 934 741 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG