Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო მიმართვაში რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს ქალების მიმართ ძალადობას


პაპი ფრანცისკე მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ მესას ატარებს ტაძარში. 2022 წლის 1 იანვარი.

რომის პაპი, ფრანცისკე, თავის საახალწლო მიმართვაში გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს ქალების მიმართ ძალადობას და განმარტა, რომ ეს არის ღვთის „შეურაცხყოფა“.

ფრანცისკემ საახალწლო მიმართვა წაიკითხა მესაზე ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში.

85 წლის პაპი მხნედ გამოიყურება, მან ფეხით გაიარა ბაზილიკის ცენტრალური გრძელი გასასვლელი, 31 დეკემბრის ღამის ლოცვისგან განსხვავებით, როცა იგი საკურთხეველთან ახლოს არსებული კარიდან მივიდა.

მესაში მონაწილეობა შეზღუდული იყო, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული აკრძალვების გამო.
„რამდენი ძალადობა განიცადეს ქალებმა!“ - თქვა პაპმა, - „კმარა! ქალებისთვის ტკივილის მიყენება ღვთის შეურაცხყოფაა“.

გასულ თვეში სატელევიზიო გამოსვლისას, პაპმა თქვა, რომ როცა კაცი ქალის მიმართ ძალადობას მიმართავს, სჩადის „თითქმის სატანურ“ ქმედებას.

პანდემიის პერიოდში რომის პაპმა რამდენჯერმე ილაპარაკა ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც კოვიდის გავრცელების შესაზღუდად დაწესებული აკრძალვების პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, როცა ქალები თავიანთი მოძალადეების პირისპირ მარტო დარჩნენ.

1 იანვარს ახალი წელთან ერთად კათოლიკური ეკლესია მშვიდობის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

გასულ თვეში გამოქვეყნებულ მიმართვაში, რომელიც ამ დღეს მიეძღვნა, პაპმა მოუწოდა ქვეყნებს, ნაკლები ხარჯონ შეიარაღებისთვის და მეტი - განათლებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG