Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კაცის ცხედარი იპოვეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში


საოკუპაციო გამყოფი ზოლი

ქალაქ ცხინვალიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარე სოფელ ნოგყაუში, რომელიც 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ორი ცხედარი იპოვეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორი კაცის ცხედარი ავტომანქანაში ნახეს.

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ნოგყაუში, ავტომანქანაში ორი ცხედარი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ძალადობრივი კვალი ცხედრებს არ აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი შეისწავლეს და გარდაცვლილები უკვე იდენტიფიცირებული არიან. ისინი ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთში მცხოვრები 40 და 35 წლის კაცები აღმოჩნდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება შემთხვევის გარემოებების დასადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG