Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზი იმეორებს აშშ-ის მინიშნებებს პროგრესის შესახებ ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე


ჟან-ივ ლე დრიანი
ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა 7 იანვარს ოპტიმიზმი გამოხატა ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ, თუმცა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამ მიზნით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებების "დრო იწურება".

"ჩვენ დადებითი მიმართულებით ვმოძრაობთ ... კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ" - განაცხადა ლე დრიანმა და დასძინა: "თუკი ხელშეკრულებას მალე ვერ გავაფორმებთ, მოსალაპარაკებელი არაფერი დარჩება".

აშშ-მა, რომლის მხრიდანაც სამი წლის წინ წელს ირანის 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან გამოსვლამ მოიტანა თეირანზე ზეწოლის მიზნით ცალმხრივი სანქციების აღდგენა, მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებამ, რომელიც 3 იანვარს განახლდა, "მოკრძალებულ პროგრესს" მიაღწია.

ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლის შემდეგ ირანმა დაიწყო მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა, და აცხადებს, რომ სანამ ის ხელშეკრულებას დაუბრუნდება, აშშ-მა სანქციები უნდა მოხსნას. დასავლეთის ლიდერები, რომლებიც ხელშეკრულების აღდგენის მოწოდებებით გამოდიან, კონრეტულ ვადებს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ხელშეკრულების აღსადგენად შეთანხმების მიღწევისთვის დარჩენილია "კვირები და არა თვეები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG