Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% "ომიკრონია"


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში კორონავირუსიის "ომიკრონის" შტამით ინფიცირებულთა რიცხვი. მან "რუსთავი 2-ს" უთხრა, რომ ახლა რამდენიმე ასეულ შემთხვევას იკვლევენ.

"ლაბორატორიულად გვაქვს 600 შემთხვევა, მაგრამ რამდენიმე ასეული არის კვლევაში. ანუ დიდი ალბათობით მოიმატებს ["ომიკრონის" შემთხვევები"] დღეს და ხვალ. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო დადასტურებული შემთხვევების 10 პროცენტი არის "ომიკრონი", - თქვა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ 600 დადასტურებული შემთხვევიდან კლინიკაში მხოლოდ 8 პაციენტი მოხვდა.

გასულ 24 საათში ჩატარებული 34 000 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3842 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 959 874 შემთხვევა. მათგან 912 443 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 187 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG