Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საზღვრები გახსნა აცრილი მგზავრებისთვის


კვირას ისრაელმა საზღვრები გახსნა უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში შესვლამდე არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 14 დღისა აქვთ გაკეთებული კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო აცრა. ისრაელში ცნობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ვაქცინებს, ასევე რუსეთის Sputnik V-ს.

ვაქცინაცია არ არის ისრაელში შესვლის ერთადერთი პირობა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემულ წესებში აღნიშნულია, რომ რეისზე რეგისტრაციისას აუცილებელია ახალი PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა, ისრაელში ჩასვლის შემდეგ კი მგზავრმა კიდევ ერთი ტესტი უნდა გაიკეთოს ან 24 საათი კარანტინში გაატაროს.

ისრაელმა ოფიციალურად გააუქმა ე.წ. „წითელი სია“ ქვეყნებისა, რომლებშიც სხვათა შორის შედიოდნენ დიდი ბრიტანეთი და აშშ, და აცრილებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. ამ სიაში შემავალ ქვეყნებში ფართოდ ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“, მაგრამ ის ვრცელდება ისრაელშიც. ამიტომ, ისრაელის ხელისუფლების აზრით, აღარ არის საჭირო ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის შენარჩუნება, რომელიც ნოემბრის ბოლოს შემოიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG