Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში სკოლები და ბაღები გაიხსნა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში სასწავლო, საბავშვო ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი განახლდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის სკოლების და ბაღების ნაწილი, გასული წლის ბოლოს, კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურეს.

საახალწლო-საშობაო არდადეგებიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და დე ფაქტო განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან ყველა სკოლა გახსნილიყო.

„არდადეგების დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ გვქონია, ამიტომ ორშაბათიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, - განმარტა ოსურ მედიასთან დე-ფაქტო განათლების სამინისტროს პრესსამასახურის ხელმძღვანელმა იანა პლიევამ.

გასული წლის ოქტომბრიდან დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლები და ბაღები, გაუარესებული ეპიდემიური ვითარების გამო პერიოდულად იხურებოდა. დეკემბრიდან ვითარება შედარებით გამოსწორდა. ამას კი საახალწლო და საშობაო არდადეგებიც დაემთხვა.

ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში შენარჩუნებულია პირბადეების ტარების, დისტანციის დაცვის და სადეზინფექციო რეჟიმები.

ცხინვალში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია 10 289 შემთხვევა, მათგან, ბოლო მონაცემებით, 195 ადამიანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG