Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ევროპარლამენტის პრეზიდენტი


დავიდ სასოლი
დავიდ სასოლი

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი. ინფორმაცია დღეს დილით, ტვიტერით გაავრცელა, მისმა პრესმდივანმა.

დავიდ სასოლი იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი დღით ადრე, 10 იანვარს ევროპარლამენტის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ დავიდ სასოლი იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო, 26 დეკემბრიდან იმყოფება იტალიის კლინიკაში.

იტალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, „დემოკრატიული პარტიის“ წევრი დავიდ სასოლი ევროპარლამენტის დეპუტატად 2009 წელს აირჩიეს. 2014-2019 წლებში სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლის ივლისში დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG