Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 5500-ზე მეტ ადამიანს, 47 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 2 946-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 58 109 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 596 შემთხვევა.

12 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.63%;
  • ბოლო 7 დღის - 9.79%;
  • ბოლო 14 დღის - 8.51%.

11 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდნენ, რომ ქვეყანაში ამ შტამის დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში, არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში.“ თბილისში ეს მაჩვენებელი 60%-ია, ხოლო რეგიონებში - 30%. საქართველოში 11 იანვრის მდგომარეობით დადასტურებული იყო "ომიკრონით" ინფიცირების საერთო ჯამში, 951 შემთხვევა.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ბოლო ხანს, მსოფლიოში აქტიურად ცირკულირებს 2021 წლის ნოემბერში, პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი „ომიკრონი“, რომელსაც სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG