Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ "მცდარი გადაწყვეტილება" მიიღო


ჩოგბურთის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ „მცდარი გადაწყვეტილება მიიღო“, როცა ინტერვიუ მისცა ფრანგ ჟურნალისტს მაშინ, როცა COVID-19 ჰქონდა და აღიარა, რომ მისი გუნდის წევრმა ყალბი ინფორმაცია შეიტანა მის სამგზავრო განაცხადში.

მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა განაცხადა, რომ სხვა ცნობები, რომლებიც მოჰყვა მის COVID-19-ის პოზიტიურ პასუხს, „დეზინფორმაციაა“.

ჯოკოვიჩმა 12 იანვარს ინსტაგრამზე გააკეთა ეს განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა სკანდალს, რომელიც მოჰყვა მის მცდელობას, აუცრელად მიიღოს მონაწილეობა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში.

34 წლის სერბი სპორტსმენი გასულ კვირაში ჩავიდა ავსტრალიაში საბუთით, რომლის თანახმად, იმის გამო, რომ ადრე კორონავირუსის ტესტის დადებითი შედეგი ჰქონდა, მისთვის გამონაკლისია დაშვებული და არ ესაჭიროება ვაქცინაცია. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ტესტის მეორე დღეს ის უნიღბოდ გამოცხადდა ორ ღონისძიებაზე.

ჯოკოვიჩის ინსტაგრამის პოსტში ნათქვამია, რომ მან ტესტის დადებითი პასუხი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ღონისძიებებს დაესწრო. ამასთან, სპორტსმენის თქმით, მან გადაწყვიტა, ტესტის დადებითი პასუხის მიუხედავად ინტერვიუ მიეცა ფრანგი ჟურნალისტისთვის, ვინაიდან თავს მოვალედ მიიჩნევდა, გამოცხადებულიყო დათქმულ შეხვედრაზე. მისი სიტყვებით, ეს „მცდარი გადაწყვეტილება იყო“.

ჯოკოვიჩი შეეხო ასევე შეუსაბამობებს მის სამგზავრო დეკლარაციაში. ის წერს, რომ საქმე ეხება „ადამიანურ შეცდომას“, რომელიც მისი გუნდის წევრმა დაუშვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG