Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროს საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავის პარტნიორებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელიც რუსეთს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებდა. პრეზიდენტმა განცხადება "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა.

"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტენბერგ​ისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავისი პარტნიორებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

"ნატოს წევრები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ კომპრომისზე არ წავლენ საკუთარ საკვანძო პრინციპებთან, ევროპის ყოველი ცალკეული ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. ნატოს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. რუსეთს არა აქვს ვეტოს უფლება გადაწყვეტილებაზე, მიღებულ უნდა იქნეს თუ არა უკრაინა ნატოში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG