საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ.
"არცერთ კომპრომისზე არ მოდის კომპანია ყველაფერზე უარი გვითხრეს, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ამაზე, რაც დღეს არის ქვეყანაში. საქართველოს მასშტაბით ტექნიკოსები გაჩერებული ვართ, არ მუშაობს კომუნიკაციის არცერთი თანამშრომელი და არ ვემსახურებით აბონენტებს", - უთხრა "ფორმულას" ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა.
მისი კოლეგები კი ამბობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში კომუნალური გადასახადები და პირველადი საჭიროების ნივთები ძვირდება, მათი ხელფასი არ იზრდება.
"მაგთიკომი" რადიო თავისუფლებისთვის მიწერილ წერილში ყურადღებას ამახვილებს დროულად გაცემულ ხელფასებზე, ბონუსებსა და ანაზღაურების 10 პროცენტით ზრდაზე.
"მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში... "მაგთიკომი" გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად", - აცხადებენ კომპანიაში.
"მაგთიში" არ უპასუხეს კითხვას, რამდენი თანამშრომელია გაფიცული და შექმნა თუ არა ამ პროტესტმა პრობლემები კომპანიის მუშაობაში.
დაწერეთ კომენტარი