Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი


“საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა”, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 304 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 24 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.62 %-ია, ბოლო 14 დღის - 9.43%, ხოლო 7 დღისა - 9.60%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 990 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 925 137 გამოჯანმრთელდა, 14 425 კი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო ხუთი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლოს, დღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იყო. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, კორონავირუსის ამჟამინდელ ცირკულაციაში "ომიკრონის" წილი სულ მცირე 45%-ია და კვირის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება. პროგნოზის საფუძველია "ომიკრონის" ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების ანალიზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG