Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია ჯანდაცვის მინისტრს: ძალიან არასწორია გამოძიების პროცესში კვალიფიკაციის გამოცხადება


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანსიონატ „ქართლში“ იმყოფებოდა, სადაც დევნილები ცხოვრობენ და სადაც 16 იანვარს იმ მცხოვრებმა მამაკაცმა, თვითმხილველთა თქმით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნინო ლომჯარიამ გარდაცვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მედიასთან საუბარში ჯანდაცვის მინსიტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადება შეაფასა,

მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე ყველას მოუწოდა თავშეკარებისკენ. მან თქვა, რომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და გამოძიების დასრულებამდე ნუ დააკავშირებენ მომხდარს დევნილების პრობლემასთან.

„ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მითუმეტეს, რომ გავესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, წინა დღეებში ჰქონდა ურთიერთობა და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა ან უბედური შემთხვევა, თუმცა, მე რა თქმა უნდა დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად. მითუმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“,- განაცხადა ომბუდსმენმა მედიასთან საუბარში.

ნინო ლომჯარია მზად არის შეასრულოს მედიატორის როლი ხელისუფლებასა და დევნილებს შორის, რომლებიც პანსიონატ „ქართლის“ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

ის მოუწოდებს ხელისუფლებას სწრაფად მოაგვაროს ნგრევადი სტატუსის მქონდე შენობაში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც ობიექტი სახიფათოა საცხოვრებლად ადამიანისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას განთავსება. მითუმეთეს, რომ აქ ცხოვრობენ ბავშვები. ასევე მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფო თვლის, რომ იმ შემოთავაზებულ თანხად, რასაც დევნილებს ის სთავაზობს ანუ 550 დოლარად, შესაძლებელია იმ ფართის ბინების შესყიდვა რისი ლიმიტიც აქვთ აქ დევნილებს, მაშინ პირველ რიგში ეს მან უნდა განახორციელოს იმიტომ, რომ როგორც დევნილებთან გასაუბრებით მე დამრჩა შთაბეჭდილება, ისინი ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ მოეძებნათ ამ თანხის ფარგელში ადეკვატური, საცხოვრებლად ვარგისი ობიექტები, თუმცა იმის გამო რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს სამინისტროს წაყენებული ამ თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის ფარგლებში იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება რასაც სამინისტრო დევნილებისგან ითხოვს. ამიტომ თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შესყიდვა, პირველ რიგში ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს, თავად შეიყიდოს ეს ბინები და გადასცეს დევნილებს, რომლებსაც უამრავი ყოფითი პრობლემა აქვთ და ძალინ უჭირთ, ბევრი მათგანი არის ხანდაზმნული. აქვთ სხვადასხვა პრობლემები და ძალიან რთულია ამ ბიუროკრატიულ პროცესებთან გამკლავება“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ამ ობიექტზე არსებული მდგომაროების შესახებ დიდი ხანია ინფორმირებულია.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გასცა სახალხო დამცველმა რეკომენდაცია სააგენტოსადმი, რომ შეეფასებინა ამ ობიექტის მდგრადობა, იმიტომ, რომ რადგან დიდი ხანია დევნილები ითხოვდნენ, რომ ეს იყო ნგრევადი ობიექტი და სააგენტო პრაქტიულად არ ახდენდა მის ექსპეტიზას. ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზები ობიექტს აქვს ნგრევადი სტატუსი ეს არ არის ერთადერთი. პრობლემა არსებობს. კიდევ 90-მდე ოფიციალურად შეფასებული დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტია, რომლებსაც აქვთ ნგრევადი სტატუსი და სახალხო დამცველის რეკომენდაცია არის რომ პრიორიტეტულად ამ ობიეტებიდან უნდა მოხდეს დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში მიუსამძიმრა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები მამაკაცის ოჯახს, რომელმაც თვითმხილველების განცადებით, 16 იანვარს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომხდარი, პირველადი შეფასებით, უბედური შემთხვევაა და ყველას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ მის დევნილების პრობლემასთან დაკავშირებისგან.

52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობის სახურავიდან 16 იანვარს გადმოხტა.

სამინისტრო ირწმუნება, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

„ღირსეული პირობები დევნილებს!“, „30 წელია ვიცდით. როდემდე?“, „აღასრულე კანონი“, - ამ მოთხოვნებით სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებულმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ერთი კვირის წინ გამართეს.

XS
SM
MD
LG