Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი, მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე


2002-2005 წლებში ქეთევან ლოსაბერიძე იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

72 წლის ასაკში გარდაიცვალა ქეთევან ლოსაბერიძე - ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

ქეთევან ლოსაბერიძე ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს 1980 წელს დაეუფლა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა - 1973 და 1981 წლებში. 1972 წელს გახდა ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ამასთან, ორჯერ მიაღწია წარმატებას ევროპირველობის გუნდურ ჩათვლაში.

2002-2005 წლებში ქეთევან ლოსაბერიძე იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით და ხალხთა მეგობრობის ორდენით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG