ბელარუსი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი - რომელიც ბელარუსში შარშან დააპატიმრეს, მას მერე, რაც თვითმფრინავი, რომლითაც იგი მგზავრობდა, აიძულეს მინსკში დაფრენილიყო - აცხადებს, რომ შინაპატიმრობაში აღარ იმყოფება.
25 იანვარს პროტასევიჩმა ინტერვიუ მისცა YouTube-ის არხს, რომელსაც ხელმძღვანელობს დზიმიტრი ბელიაკოუ, მთავრობის მომხრე ორგანიზაციის, სისტემური უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი და განაცხადა, რომ მან დატოვა ადგილი, სადაც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
მსოფლიოს ქვეყნებმა დაგმეს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, პრატასევიჩის და მისი რუსი მეგობარი ქალის, სოფია საპეგას დასაკავებლად სამგზავრო თვითმფრინავის "სახელმწიფო გატაცებისთვის". თვითმფრინავი 23 მაისს ვილნიუსიდან ათენში მიემგზავრებოდა, როცა ოფიციალურმა პირებმა ის აიძულეს ბელარუსის დედაქალაქში დაფრენილიყო, ბომბის არსებობის საბაბით, რასაც ბევრმა ქვეყანამ ყალბი ინფორმაცია უწოდა.
"ახლა დავტოვე ადგილი, სადაც შინაპატიმრობაში ვიყავი", - ამბობს პრატასევიჩი და დასძენს, რომ მისთვის რთულია სოციალიზაცია და ცხოვრების ახალ წესთან მორგება, შინაპატიმრობაში შვიდი თვის გატარების შემდეგ. პრატასევიჩს არ დაუკონკრეტებია როდის გაათავისუფლეს ის შინაპატიმრობიდან, მან დასძინა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს გეგმები, გარდა იმისა, რომ იმუშავებს სისტემური უფლებების დაცვის ცენტრში. ის ასევე აპირებს აღადგინოს თავისი Telegram-ის არხი Sprava. პრატასევიჩის საქმის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს.
დაწერეთ კომენტარი