Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში, სავარაუდოდ, სამართალდამცველმა ქალს სცემა - კადრები „ფეისბუკზე" გავრცელდა


პარტია „დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, სამართალდამცველი ქალზე ძალადობს.

მარიამ სიჭინავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ვიდეო დღეს, 25 იანვარს, ზუგდიდშია გადაღებული და ის ავტორმა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. „დროას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ იცის დამატებითი დეტალები, თუ ვინ არის პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ან ქალი, ვისაც ის სცემს. სიჭინავამ თქვა, რომ თავადაც ცდილობს დეტალების გარკვევას. მარიამ სიჭინავა გეგმავს მომხდართან დაკავშირებით დღესვე მიმართოს პოლიციას. მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებიდან ჯერ არავინ შეხმიანებია.

გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს, რომლის განცხადებით: „შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო და მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG