Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს ყველასთვის უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი


თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებით გახსნა და თქვა, რომ ახლა ყველასთვის უმთავრესი საზრუნავი არის უკრაინაში ომის არდაშვება. მისი სიტყვებით, უკრაინაში მშვიდობისთვის საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება, რაც იქ მიმდინარეობს. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა.

უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის საფეხბურთო კარიერის გარკვეული წლები უკრაინას უკავშირდება. 1998–2001 წლებში ის კიევის "დინამოში" თამაშობდა.

უკრაინაში ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG