Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავი ჯგუფები: ლგბტ-თემს ავღანეთში თალიბების მხრიდან მზარდი საფრთხე ემუქრება


უფლებადამცავი ჯგუფების თანახმად, ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, ლგბტ თემის წევრები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან.

Human Rights Watch და OutRight Action International-ის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც 26 იანვრით თარიღდება, წაიკითხავთ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები იძულებული არიან დაიმალონ, ხოლო მზარდი ეკონომიკური კრიზისი მათ შიმშილობის საფრთხეს უქმნის.

ოქტომბრიდან დეკემბრამდე უფლებადამცავმა ჯგუფებმა გამოკითხეს ავღანეთში სექსუალური უმცირესობის 60 წარმომადგენელი, რომელთა უმეტესობა ავღანეთშია დარჩენილი. სხვები მეზობელ ქვეყნებში გაიქცნენ, თუმცა იქ საშიშროება ელით, რომ უკან გააბრუნებენ.

მხოლოდ მცირე ჯგუფმა მოახერხა ჩაეღწია ისეთ ქვეყნებში, სადაც ისინი უსაფრთხოდ არიან, - წერენ ავტორები ანგარიშისა სახელწოდებით: „ცაშიც რომ გაფრინდე, მაინც მოგძებნით“: ლგბტ თემი ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ“.

გამოკითხულთა თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლები მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და იძულებული არიან დაიმალონ, მიატოვონ სამსახური, თუ ასეთი აქვთ, რადგან თალიბების და მათი მომხრეებისგან მუდმივი თავდასხმის სამიზნე არიან.

ბევრი გამოკითხული ამბობს, რომ უმუშევრობა უფრო აღელვებთ მათ, ვიდრე ძალადობა, რადგან ავღანეთის ეკონომიკა სულ უფრო უარესდება და ბევრ ადამიანს ემუქრება შიმშილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG