Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესზე ივანიშვილთან საუბარი არ შედგა


შეხვედრა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში (2018 წელი).
შეხვედრა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში (2018 წელი).

ორბელიანების სასახლეში ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესში „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრას. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ივანიშვილთან შეხვედრა არ შედგა.

„რაც ეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე ძალიან თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა თითქმის ბოლო წელიწად-ნახევარი გახდა. იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი [ეროვნული თანხმობის პროცესი]. შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში რამდენიმე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

2021 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG