Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოსახლეობამ 700 ათასით იკლო, აშშ-ში COVID-19-ით სიკვდილიანობის სარეკორდოდ მაღალია


რუსეთის მოსახლეობამ 2021 წელს ნახევარ მილიონზე მეტით იკლო, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად COVID-19-ს მიიჩნევენ. იანვარში რუსეთის მოსახლეობა 145,5 მილიონს შეადგენდა, რაც თითქმის 700 ათასით ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ დროს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკურმა სამსახურმა „როსსტატმა“.

როგორც პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ თქვა, მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზია COVID-19.

კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონის“ ფართო გავრცელების ფონზე უკანასკნელ დღეებში რუსეთში დაავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებელი აღინიშნა.

„ომიკრონის“ გამო შეერთებულ შტატებში იზრდება COVID-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი. ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 2200-მდე გაიზარდა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის ტალღის დროს, რომელიც შარშან დომინირებდა.

ჯანდაცვის მუშაკების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“, როგორც წესი, უფრო ნაკლებად იწვევს გართულებებს, ის გარემოება, რომ ის ბევრად უფრო გადამდებია, ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი ავადდება და კვდება.

როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ამბობს, ექსპერტთა დაკვირვება ნათელყოფს, რომ „ომიკრონს“ გავრცელების უფრო დიდი სიჩქარე ახასიათებს, ვიდრე ორიგინალურ ვერსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG