Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმი „ნავალნი“ ორი პრიზით დაჯილდოვდა


დამოუკიდებელი კინოს ამერიკულ ფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნიმ“ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მიიღო დოკუმენტური კინოს კატეგორიაში, ასევე მას მიენიჭა ფესტივალის ფავორიტი ფილმის ჯილდო.

ალექსეი ნავალნის შესახებ დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 25 იანვარს შედგა Sundance-ზე. ის ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა სოლტ-ლეიკ-სიტიში. ამის შესახებ ფესტივალის საიტი იტყობინება.

ფილმ „ნავალნის“ რეჟისორია ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტი დენიელ როერი. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია ნავალნის გუნდის წევრი მარია პევჩიხი.

ნავალნის მოწამვლის, გერმანიაში მისი მკურნალობისა და რუსეთში დაბრუნების შესახებ ფილმის გადაღების დასრულების შესახებ 13 იანვარს გახდა ცნობილი. „‘ნავალნიში’ რეჟისორი როერი აჩვენებს მამაც და წინააღმდეგობრივ პოტენციურ პრეზიდენტს, რომელიც მზად არის, ყველაფერი შესწიროს მსხვერპლად, რათა რეფორმები გაატაროს თავის სამშობლოში,“ ნათქვამია ფესტივალის ანოტაციაში, რომელიც ფილმს აქვს დართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG