Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი წერს, რას გააკეთებდა უკრაინის დასახმარებლად


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც აღწერილია, საქართველოს მთავრობის ადგილზე როგორ დაეხმარებოდა უკრაინას. ექსპრეზიდენტის ხედვა 5 პუნქტისგან შედგება:

„რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:
1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;
2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);
3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;
4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი;
5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის".

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების აზრით, ეს შეიძლება მოასწავებდეს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ჩრდილო-ატლანტიკუი ალიანსი და აშშ აძლიერებს უკრაინის მოსაზღვრე ალიანსის წევრების დაცვასაც. საქართველოს პარლამენტმა სპეციალური რეზოლუციით დაუჭირა მხარი უკრაინაში ვითარების დეესკალაციას. რეზოლუციას მხარი მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებმა დაუჭირეს. ოპოზიცია ტექსტში რუსეთის ხსენებას ითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG