Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროს პარლამენტმა პრო-სერბულ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა


მონტენეგროს პარლამენტის სხდომა. 2022 წლის 4 თებერვალი
მონტენეგროს პარლამენტის სხდომა. 2022 წლის 4 თებერვალი

4 თებერვალს მონტენეგროს პარლამენტმა, საშინაო დავის ფონზე, მხარი დაუჭირა უნდობლობის ვოტუმს პრემიერ-მინისტრის, ზდრავკო კრივოკაპიჩის, პრო-სერბული მთავრობის წინააღმდეგ. ყველა ოპოზიციური პარტია და მცირე პარტნიორი პარლამენტში, სამოქალაქო მოძრაობა URA-ი, მიემხრო კრივოკაპიჩის მთავრობის წინააღმდეგ ვოტუმს.


მთავრობა 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა პრო-სერბული "დემოკრატიული ფრონტის", "დემოკრატების" და მოძრაობა URA-ს მიერ. ამ პარტიებმა მცირე საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვეს 2020 წლის აგვისტოს არჩევნებში, რის შედეგადაც გადადგა მილო ჯუკანოვიჩის "სოციალისტების დემოკრატიული პარტია" (DPS), რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლების სათავეში.

კრივოკაპიჩის მთავრობამ მარცხი განიცადა რიგ საკითხებზე უთანხმოების ფონზე, მათ შორის სერბეთის და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენაზე მონტენეგროს საშინაო საქმეებზე. ბალკანეთის ეს პატარა ქვეყანა ნატოს წევრია და ოფიციალურად მოითხოვა ევროპის კავშირში გაწევრიანება.

ვიცე-პრემიერის, დრიტან აბაზოვიჩის, მოძრაობა URA -მ წინადადება წამოაყენა შეზღუდული დროით უმცირესობის მთავრობის შექმნის შესახებ, რომელიც კვლავ ევროპული ინტეგრაციის გზით ივლის და მოამზადებს სამართლიან არჩევნებს. ჯუკანოვიჩის "სოციალისტების დემოკრატიულმა პარტიამ" (DPS) განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ამ წინადადებას, თუმცა სხვა პარტიები, რომლებიც ემხრობიან კრივოკაპიჩის მთავრობას და სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაახლოებულ ორგანიზაციებს, დუკანოვიჩის "სოციალისტების" მხარდაჭერით არჩეული მომავლის წინააღმდეგი არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG