Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის ჩემპიონი გახდა


ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ოქროს მედლების მდიდარ კოლექციას პარიზის გრან სლემის ოქრო შემატა. ორდღიანი უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შავდათუაშვილმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა.

დღესვე, მედლები მამაკაცთა შორის, 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა და კვარცხლბეკზე ორივე წონაში ავიდნენ საქართველოს ნაკრების წევრები - ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ხვალ მამაკაცებში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს კი მონაწილეები მხოლოდ ორ წონაში ეყოლება: ტატო გრიგალაშვილი 81 კილოგრამის კონკურენციაში ჩაებმება. ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე კი 90 კილოგრამში იჭიდავებენ

XS
SM
MD
LG